თეა თავართქილაძე - ვიმედოვნებთ, ვირუსმა დაიწყო დაღმასვლა და არ გვექნება ისეთი პიკი, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ მედიასთან ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არ იქნება ვირუსის გავრცელების ისეთი პიკი, რომ მას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეა. მოგეხსენებათ, ეს ვირუსი ახალია, კარგად არავინ ვიცნობთ. შეიძლება, რაღაც სიურპრიზები გვქონდეს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ვირუსმა დაიწყო დაღმასვლა და ისეთი პიკი არ გვექნება, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდეს. ეს უფრო ფართო აუდიტორიის განხილვის საგანია და ამაში უნდა ჩაერთონ ეპიდემიოლოგებიც, მკვლევარებიც და მედიკოსებიც. ალბათ უნდა დაიდიოს ერთობლივი დასკვნა. ამ ეტაპზე, ჩემი მოსაზრებით შემიძლია გითხრათ, რომ სავარაუდოდ, მივდივართ კლებისკენ“, – განაცხადა თეა თსაზოავართქილაძემ.