თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, იესპერ მოლერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის მიმდინარეობა.
მათივე ცნობით, დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, მხარეებმა შემდგომი ერთობლივი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები დასახეს.