თეა ახვლედიანი - აშშ-ის ახალმა კონგრესმა კიდევ ერთხელ გამოხატა განგრძობითი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ხვლედიანის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დაინიცირება უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
„უდიდეს მნიშვნელობას ატარებს ის, რომ კონგრესის ახალმა შემადგენლობამ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა განგრძობითი მხარდაჭერა საქართველოსადმი, როგორც დემოკრატიული რეფორმების, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რასაკვირველია, არის გადამწყვეტი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, როდესაც ეს მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან განგრძობითი სახით ფიქსირდება, ნამდვილად წარამოადგენს ერთ-ერთ სოლიდურ და მძლავრ ბეერკეტს იმისთვის, რომ ამ პროცესში მოხდეს ზეწოლაც და შესაბამისი შედეგების მიღწევა საქრთველოს სასიკეთოდ, კიდევ ერთხელ დაიგმოს ის ქმედებები, რაც მოყვება რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაკანონებულ და დღემდე მიმდინარე ოკუპაციას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.