თეა ახვლედიანი სოფელ ყარაჯალაში მოსახლეობასა და ზურაბ ჟვანიას სკოლის მსმენელებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ადგილობრივ მოსახლეობას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ უპირველესი ამოცანაა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლება.
სამინისტროს პრესსამსახურიქს ცნობით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწიფო ენის სასწავლო კურსში ინტეგრაციული კომპონენტი დაამატა, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებსათვის ქართული ენის შესწავლასთან ერთად, აქტუალურ თემებზე, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების თაობაზე ინფორმირებას და ინტეგრაციის მხარდამჭერი საკითხების განხილვას გულისხმობს.
შეხვედრის თემატიკა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე კოვიდპანდემიის პრევენციის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებსაც ითვლისწინებდა. დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო მინისტრთან ერთად ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ალერგოლოგ-იმუნოლოგმა მაია რუხაძემ მიმართეს. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის როლს იმუნიზაციის პროგრამაში და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი და რომ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული არსებული ეპიდვითარების შეკავება და დაძლევა. სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მათთვის ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით მომზადებული საინფორმაციო მასალები და სამედიცინო პირბადეები გადასცა.
„სოფელი ყარაჯალას ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რომლის სრულ უმრავლესობას წარმომადგენენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელეთ და ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ სამოქალაქო ინტეგრაციის აქტუალური მიმართულებები. რა თქმა უნდა ხაზი გაესვა და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სახელმწიფო ენის დონის ამაღლების მნიშვნელობაზე, რათა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა მიეცეთ პიროვნული და პროფესიული განვითარების სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი შესაძლებლოები. სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით, ხაზი გაესვა ჟვანიას სკოლის მნიშვნელობას და მისი ინტეგრაციის კომპონენტის ფარგლებში ამ შეხვედრაზე ჩვენ ვრცლად განვიხილეთ და ვიმსჯელეთ იმუნოლოგ მაია რუხაძესთან ერთად ქვეყანაში კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე და მის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.