თეა ახვლედიანი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი
ერთიანი სამთავრობო მიდგომით, ჩვენი საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, გასულ კვირას კი საზოგადოებას გავაცანით კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას გავუგზავნეთ კიდევ ერთი მძლავრი სამშვიდობო გზავნილი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც გუშინ ერგნეთის 2008 წლის აგვისტოს მუზეუმში სტუმრობისას გააკეთა.
ახვლედიანის თქმით, უწყების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
„ასეთ მძიმე დღეებში მსგავსი განცხადებების გაკეთება არ მიმაჩნია მართებულად, მაგრამ, ვფიქრობ, მეორე მხრივ, დასანანია. ერთიანი სამთავრობო მიდგომით, ჩვენი საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ორიოდე დღის წინ ვიყავი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შევძელით და აფხაზეთიდან გადმოვასვენეთ დამატებით 16 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული სამხედრო და სამოქალაქო პირი. გასულ კვირას კი საზოგადოებას გავაცანით კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენს მოსახლეობას გავუგზავნეთ კიდევ ერთი მძლავრი სამშვიდობო გზავნილი. ამდენად, უფრო ვრცლად საუბარი და კომენტარის გაკეთება უადგილოდ მიმაჩნია“, – განაცხადა ახვლედიანმა.