თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა
თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთან, რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა.

მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის FAO-ს მიერ ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ არის მიმართული.

„შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა. სახელმწიფო მინისტრის მხრიდან აღინიშნა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო ხედვები, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების როლისა და აქტიური ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობა, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით“, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეები ამ და სხვა საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.