თეა ახვლედიანი - განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა
გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში 3 400-მდე ოჯახს, მათ შორის, ობოლ ბავშვებს და მარტოხელა მოხუცებს, ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში 1 300-ზე მეტ ოჯახს გაეწია სოციალური დახმარება.
„გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში 3 400-მდე ოჯახს, მათ შორის, ობოლ ბავშვებს და მარტოხელა მოხუცებს, ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში 1 300-ზე მეტ ოჯახს გავუწიეთ სოციალური დახმარება. გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.