თეა ახვლედიანი - ჩვენი მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი დესტრუქციული და ვერაგული გამომჟღავნებაა
ჩვენი მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი დესტრუქციული და ვერაგული გამომჟღავნებაა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს დაკავებული ადამიანების მალე გასათავისუფლებლად.
„მინდა აღვნიშნო, რომ ინტენსიურად ხორციელდება ძალისხმევა სოფელ ტახტისძირთან მიმდინარე ბორდარიზაციის შესახებ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გავაგრძელებთ დიდ ძალისხმევას, რომ ასევე გავზარდოთ საერთაშორისო წნეხი ამ საკითხებთან მიმართებაში. იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენი მოქალაქეების გატაცებასთან დაკავშირებით. ეს საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი დესტრუქციული და ვერაგული გამომჟღავნებაა და ჩვენი უწყება, სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ მალე მოხდეს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება“, – განაცხადა ახვლედიანმა.