თეა ახვლედიანი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორ ჯონ პენელს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორთან, ჯონ პენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თეა ახვლედიანმა სააგენტოს დირექტორს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გასული წლის საქმიანობა და შედეგები გააცნო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გამოვლენილ აქტუალურ მიმართულებებზე და დასახეს კოორდინირებული პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების ხედვა.
სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ჯონ პენელმა დაადასტურა უწყების საქმიანობის შემდგომი მხარდაჭერის მზაობა სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.