„თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ მოქალაქეებს დეკემბრის ბოლოს კომუნალური გადასახადების ქვითარი არ მისვლიათ და იანვრის ბოლოს ორი თვის გადასახადის ქვითარი მიიღეს
„თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ მოქალაქეებს დეკემბრის ბოლოს კომუნალური გადასახადების ქვითარი არ მისვლიათ და იანვრის ბოლოს ორი თვის გადასახადის ქვითარი მიიღეს

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია აცხადებს, რომ დასუფთავების გადასახადი არ გაზრდილა.

მისი თქმით, კომუნალურ გადასახადში ცვლილება სემეკ-ის გადაწყვეტილებამ გამოიწვია და რეალურად, ეს არ ნიშნავს, რომ დასუფთავების გადასახადმა მოიმატა.

„არც ერთი თეთრით თბილისის მოქალაქეებს მოსაკრებლის გადასახადი არ გაზრდიათ. იყო 2,50 ლარი და რჩება იგივე. თბილისის მერიამ და „თბილსერვის ჯგუფმა“ აღვწერეთ, რა არის მიზეზი, რატომ მიუვიდათ მოქალაქეებს ორმაგი გადასახადი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი. ეს უკავშირდება სემეკ-ის დადგენილებას. შედგომ თვეს მოდიოდა წინა თვის გადასახადი, ანუ ნოემბრის თვის გადასახადი მოდიოდა დეკემბრის დასაწყისში. მოქალაქეებმა, რომლებმაც დეკემბერში გადაიხადეს გადასახადი, არის ნოემბრის თვის. დეკემბრის ბოლოს მათ უნდა მისვლოდათ კიდევ ერთი გადასახადი, რომელიც არის დეკემბრის, მაგრამ ეს გადასახადი არ მისვლიათ. შესაბამისად, იანვრის ბოლოს  მიუვიდათ დეკემბრისა და იანვრის გადასახადი. დარიცხვის სისტემა შეიცვალა და იმ თვის ჭრილში მიუვათ გადასახადი“, – განაცხადა ფაჩულიამ.

მისივე თქმით, სთხოვეს „თელასს“, „თელმიკოს“ და მოქალაქე თუ ვერ გადაიხდის იანვარში მისღებული ქვითრით მოსაკრებელს, მას ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდოს.

“ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია, მიმართოს „თბილსერვის ჯგუფს“, როგორც ცხელი ხაზის, ისე სოციალური ქსელის მეშვეობით“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

 

.