„თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლების ნაწილი მეორე დღეა, გაფიცულია
„თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლების ნაწილი მეორე დღეა, გაფიცულია. ისინი კომპანიის შენობასთან არიან შეკრებილი.
გაფიცული თანამშრომლები მოითხოვენ: ხელფასის 50%-ით ზრდას, სპეცტანსაცმლისა და ავტოპარკის განახლებას, მომდევნო წლის იანვრიდან კომპანიის მიერ დაზღვევის უზრუნველყოფას, არსებულ განრიგზე დაბრუნებას და კუთვნილ 24 სამუშაო დღესთან ერთად დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებას. ამასთან, გაფიცული თანამშრომლები აქციაში მონაწილე პირების ხელშეუხებლობას და კომპანიის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის ჩართვას მოითხოვენ.
„თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათი პროტესტი გაგრძელდება.
ამასთან, გუშინ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.