„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირის ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე საათით შეიზღუდება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო 20 აპრილის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვის პერიოდში შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მძღოლები ლესია უკრაინკას, ტარას შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და 9 აპრილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.
რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან შოთა რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ ავტომობილებს, გადაადგილებას შეძლებენ ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.