შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის განახლება გრძელდება. ამ ეტაპზე ავტოპარკს 18 ერთეული მანქანა შეემატა.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ახალი ტექნიკა როგორც დასუფთავების, ისე, სანიაღვრე ქსელებისა და საგზაო მონიშვნების მიმართულებით გამოიყენება.
სპეცმანქანები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერა.
„აქტიურად ვაგრძელებთ ავტოპარკის განახლებას, რათა დედაქალაქში ჩვენი მომსახურება და საქმიანობა ყველა მიმართულებით გაუმჯობესდეს. 18 ერთეული სპეცმანქანა გადანაწილებულია დასუფთავების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და ქონების მართვის სამსახურებზე. წლის ბოლომდე ეტაპობრივად კიდევ 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა მოგვეწოდება“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
18 ერთეული სპეცმანქანის შეძენისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტიდან 3 405 949 ლარი გამოიყო.