თბილისში ყველა უბნის დათვლის შემდეგ, კახა კალაძე 55.603 პროცენტით იმარჯვებს, ნიკანორ მელიას 44.397 პროცენტი აქვს
ცესკო-ს ინფორმაციით, თბილისში 769-ვე უბნის მონაცემები დათვლილია.
სრული პირველადი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი და მოქმედი მერი კახა კალაძე ხმათა 55.603 პროცენტით (258 740 ხმა) იმარჯვებს.
44.397 პროცენტი (206 598 ხმა) აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას.