თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული - დაკავებულია ერთი პირი
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული - დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, ყიფშიძის N7-ში სპეცოპერაცია ტარდება. პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი და ეს დაკავება სავარაუდოდ გუშინ, ვაკეში მომხდარი დაჭრის ფაქტს უკავშირდება.

ყიფშიძის ქუჩაზე დაკავებასთან დაკავშირებით, შსს-ში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

გუშინ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება (236-ე).