თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთ ბრალდებულს გამოძიება ყალბი დოკუმენტაციის გასაღებასაც ედავება.
„დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული, საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით გაცემული, ყალბი დროებითი ბინადრობისა და მართვის მოწმობები, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ყალბი პასპორტები, სხვა სახის ყალბი დოკუმენტები და ამგვარი დოკუმენტაციის დასამზადებელი დანადგარები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.