თბილისში ვლადიმირ სოროკინი და ბერნარ ლ. მორი ჩამოვლენ
30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით თბილისს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი მწერალი და დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი და ნორვეგიელი მწერალი და ჟურნალისტი, ნორვეგიული გამომცემლობა „კაპელენ დამის“ რედაქტორი ბერნარ ლ. მორი ეწვევიან.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.
მწერლები თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი-3 ივნისი) საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგებიან.
ვლადიმირ სოროკინი არაერთი რომანისა თუ პიესის ავტორია, მიღებული აქვს უმნიშვნელოვანესი ნაციონალური თუ საერთაშორისო ლიტერატურული პრემიები. მისი წიგნები, რომლებიც ამჟამად ათეულობით ენაზეა თარგმნილი, იკრძალებოდა საბჭოთა პერიოდში და რუსეთში პირველად მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა.
ნორვეგიელი მწერლის ბერნარ მორის საქართველოში ვიზიტს გამომცემლობა „არტანუჯმა“ მისი დოკუმენტური რომანის „რატომ ირჩევენ რუსები პუტინს“ გამოცემა დაამთხვია.