თბილისში, ვილნიუსის სკვერში 1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირების მოსაგონებლად ღონისძიება გაიმართა
თბილისში, ვილნიუსის სკვერში 1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირების მოსაგონებლად ღონისძიება გაიმართა

თბილისში, ვილნიუსის სკვერში 1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირების მოსაგონებლად ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.

„საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით და ლიეტუვური სათვისტომოს, საელჩოს მეგობრების მონაწილეობით, დღეს თბილისში, ვილნიუსის სკვერში 1991 წლის 13 იანვრის ვილნიუსის ტრაგიკული მოვლენებისა და იმ დღეს დაღუპული გმირების მოსაგონებლად ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნულ დღეს ათასობით ლიეტუველი წინ აღუდგა საბჭოთა რეპრესიულ მანქანას, რომელიც ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლიეტუვაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა.

საბჭოთა ჯარების სასტიკ ქმედებებს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ბევრად მეტი დაშავდა. 1991 წლის 13 იანვრის მოვლენები დღეს აღინიშნება, როგორც თავისუფლების დამცველთა დღე. საელჩოსა და საქართველოში ლიეტუვური სათვისტომოს წარმომადგენლებმა დაღუპულების მოსაგონებლად დაანთეს სანთლები, სიმბოლური კოცონი და შეასრულეს ლიეტუვის ეროვნული ჰიმნი. დამსწრეები ატარებდნენ ლიეტუვის ეროვნულ სიმბოლოებს ან/და ფერებს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.