თბილისში, ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 117-ე, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, 236-ე, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.