„თბილსერვის ჯგუფი“ ძველი თბილისის რაიონში ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდის სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები 30 მაისს დაიწყება და 3 ივნისამდე გაგრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ძეგლი ისტორიული შენობების გასაწმენდი სპეციალური ხსნარით გაიწმინდება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ და კომპანია MAISTANBUL-ი განახორციელებენ. სამუშაოების ფარგლებში ძეგლი ნაჭრით შეიფუთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.
მერიის ცნობით, კომპანია MAISTANBU-ის ხსნარით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი გაწმენდილა, მათ შორის არის ლუვრის მუზეუმი პარიზში და პრეზიდენტის სასახლე თურქეთში.