თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში დევნილები შეიჭრნენ
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში დევნილები შეიჭრნენ

უზნაძის 49 ნომერში, კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში დევნილები შეიჭრნენ.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სავარაუდოდ შენობაში 16 ოჯახი იმყოფება. ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.