საქართველოს ზოგიერთ რაიონში 2 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში 15-20 გრადუსი იქნება, 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში 29, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 25 გრადუსამდე მოიმატებს.
სინიპტიკოსები თბილისში უმეტესად უნალექო ამინდს ელოდებიან. ხვალ, 28 აპრილს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 17-19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს კი, 22 გრადუსამდე მოიმატებს.