თბილისში წიგნის დღეები იმართება. ”ექსპო ჯორჯიას ” საგამოფენო სივრცე 60-მდე გამომცემელსა და წიგნის მაღაზიის კოლექციებს მასპინძლობს. გამოფენაზე წიგნებს ტრადიციულად უჩვეულო ფასები აქვთ.
წიგნის დღეებზე მთავარი აქცენტი მსოფლიო და ქართული ლიტერატურის ბოლო ტენდენციებზე კეთდება. როგორც გამომცემლები პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებენ, ყველაზე მეტი ინტერესი წელს ქართველი ავტორებისკენაა მიმართული.
წიგნის დღეები დედაქალაქში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.