თბილისში ტექნიკის მაღაზია სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა გაქურდეს
თბილისში ტექნიკის მაღაზია სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა გაქურდეს

გამთენიისას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს.

როგორც მაღაზიის მენეჯმენტში აცხადებენ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ქურდობა სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს, მათ ქვებით ჩაამსხვრიეს კარი, მაღაზიაში კი ერთ წუთზე ნაკლები დაყვეს. მაღაზიიდან წაღებულია 13 მობილური ტელეფონი და ნავაჭრი თანხა.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი ფაქტი გლდანშიც დაფიქსირდა.