თბილისში, სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარში ეკუმენური ლოცვა ჩატარდა
თბილისში, სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარში ეკუმენური ლოცვა ჩატარდა. მასში ტრადიციულად მონაწილეობას ღებულობენ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია.
ლოცვას მრევლთან ერთად დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი დაესწრო. როგორც ზაზა ვაშაყმაძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ეკუმენური ლოცვის ტრადიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში არსებულ რელიგიურ ტოლერანტობას.
ქრისტიანთა ერთობის აღსანიშნავად გამართულ ეკუმენურ ლოცვას საქართველოში ოცი წლის ტრადიცია აქვს. ეკუმენური ლოცვის მონაწილე ეკლესიები ლოცვის ღვთისმსახურებას მორიგეობით მასპინძლობენ. ეკუმენური ლოცვის მსოფლიო ტრადიციას საფუძველი 1908 წელს ჩაეყარა და ის ყოველ წელს 18-დან 25 იანვრის კვირაში იმართება.