თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი – 150 კვ.მ. ფართი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, არსებობდა ცეცხლის გვერდით მდებარე შენობებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი სწრაფად იქნა ლოკალიზებული.
ადგილზე მუშაობს ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.