თბილისში, შატილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა ქალს, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.
„გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია და იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო.