თბილისში სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა იწყება
თბილისში სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა იწყება

თბილსიში, კოსტავას 59-ში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

სასტუმრო იტალიელი არქიტექტორის, პიერო ლისონის დიზაინით აშენდება.

სასტუმრო “ჰილტონის” მშენებლობა 2020 წელს უნდა დამთავრდეს, იგი 200-ზე მეტ ნომერზეა გათვლილი, ადგილზე მოეწყობა გარე რესტორანი, აუზი, სპა სალონი და 1000 კვ/მ საკონფერენციო დარბაზი.

მშენებლობას კომპანია “გრანატ ინვესტმენტი” აწარმოებს, პროექტის ღირებულება 45 მილიონი ევროა. სამომავლოდ სასტუმროში 300-მდე ადამიანი უნდა დასაქმდეს.

პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.