თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი იმართება
თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი იმართება

თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიების მთავარი მიზანია, ერთიანი სივრცის შექმნით, სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე დიალოგი.

​ფორუმი საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივითა და არასამტავრობო ორგანიზაცია „ფორვარდის“ (Forward) ორგანიზებით იმართება.

​ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შედგება პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები. საუბარი იქნება თემებზე: განათლების სისტემის რეფორმების ისტორია 1991 წლიდან დღემდე, განათლების სტრატეგიები, დაგეგმილი და განუხორციელებელი რეფორმები; ახალი სკოლის მოდელი; სინთეზური აზროვნების აუცილებლობა; სკოლის მართვის ინოვაციური სისტემები და სხვა.  ღონისძიების სპიკერები არიან: გია მურღულია, არჩილ სუმბაძე, ირინა აბულაძე, სიმონ ჯანაშია, გიორგი გახელაძე, გია შარვაშიძე, ავთო აბდუშელიშვილი, თამარ ჯაყელი, ირინა ხანთაზე, მამუკა ხამხაძე, ანდრო დგებუაძე, ლიკა აბრამაშვილი, რამზიკ ბადალიანი.

ღონისძიების ბლიც-ინტერვიუში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

„ჩვენი მიზანია, ერთიანი სივრცის შექმნით, ხელი შევუწყოთ სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე დიალოგის დაწყებას, გაიზარდოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და დავეხმაროთ სკოლებს ახალი პარტნიორების მოძიებაში“, – განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია მურღულიამ.