თბილისში საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს
თბილისში საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა იმართება.

საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის: საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საკანონმდებლო ჩარჩოს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას.

ყურადღება ეთმობა ასევე ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ სიახლეებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში საკანონმდებლო და სისტემური ხასიათის ცვლილებებს. განიხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდის პერსპექტივები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის, სამინისტროს მიერ საკონსულო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.