თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც100-ზე მეტი ქართული და 30-ზე მეტი იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ამასთან, მონაწილე კომპანიებს შორის არიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებული კომპანიები – TOYOTA, MITSUBISHI, TEPCO, IT OCHU და სხვები.

ფორუმზე ქართულმა მხარემ იაპონურ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობებისა და რისკების მართვის შესახებ. საუბარი შეეხო იაპონიის მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებს, რომლის შედეგადაც ორი ქვეყნის ბიზნესკავშირები უნდა გაღრმავდება.

ბიზნესფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.

დღევანდელი ბიზნესფორუმი არის მეხუთე ღონისძიება, რომელიც ქართული და იაპონური კომპანიებისა და ბიზნესწრეების მონაწილეობით იმართება.