თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხსლსასროლი იარაღით დაჭრეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მამაკაცი ბარძაყის არეშია დაჭრილი. მას ამ წუთებში ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაცია უტარდება.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს ასევე მოტეხილობებიც აღენიშნება.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით 118-ე და 236-ე მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.