მკვლელობა მოხდა თბილისში, სამგორის რაიონში. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საკუთარი სახლის მიმდებარედ, ქუჩაში დილით იპოვეს მოკლული.
არსებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.