თბილისში, სამგორის რაიონში მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს
თბილისში, სამგორის რაიონში მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შეტყობინება ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდინარეში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1-ელ აგვისტოს, 15:00 საათზე შემოვიდა.
მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიყვანეს. პარალელურად, გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო ექვსი სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფი – 40 მაშველი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.