თბილისში საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების მონიტორინგი იწყება
თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების მონიტორინგს იწყებს.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი და საკრებულოს წარმომადგენლები საგზაო ნიშნების, მონიშვნებისა და შუქნიშნების მდგომარეობას შეისწავლიან და შესასრულებელ სამუშაოებს დაგეგმავენ.
სამსახურის თანამშრომლები დედაქალაქის მასშტაბით ყველა უბანს მოივლიან და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას.
ტრანსპორტის სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით სისტემატურად ტარდება.
დღეს საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების მონიტორინგისთვის თბილისის ყველა უბანში 10-ზე მეტი ჯგუფი გავა.