თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში საფეხმავლო ხიდების კონსტრუქციები უნდა შეიცვალოს.
მისი თქმით, კონსტრუქციები ვიზუალურად ძალიან ცუდია და ისეთი პროექტი უნდა შემუშავდეს, რომ ხიდზე ასვლა-ჩამოსვლა კომფორტული იყოს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საფეხმავლო ხიდები შშმ პირებისთვისაც კომფორტული უნდა გახდეს.
“საფეხმავლო ხიდების კონსტრუქციები ვიზუალურად ძალიან ცუდია. აქაც უნდა ჩავრთოთ არქიტექტორები, ყველა ვისაც სურვილი აქვს, რომ ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზი იქნება და ასვლა-ჩამოსვლა მოსახერხებელი გახდება. შშმ პირებისთვისაც შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ძალიან მალე უნდა შემუშავდეს კონცეფცია, გეგმა, ვიზუალი, თუ როგორი უნდა იყოს ეს ხიდები“, – განაცხადა კალაძემ.