ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები თბილისში სადეზინფექციო სამუშაოების განახორციელებენ.
სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ განხორციელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.
სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქში დღეს საღამოდან დაიწყება.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ხსნარი, რომლითაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
„მოხდება უშუალოდ იმ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება, სადაც არის გაჩერებები. ასევე დავიწყებთ მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჯანმრთელობისთვის ეს პრეპარატი საშიში არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამინისტროში 60 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკა რეგიონებშიც იქნება გამოყენებული.