თბილისში, საბურთალოზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა
თბილისში, საბურთალოზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

თბილისში, საბურთალოზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ეჭვმიტანილი დაცვის პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა ადგილზე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.