თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოზარდი დაჭრეს.
ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დაჭრილი ახალგაზრდა ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
საქმე სსკ-ის 19-108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.