თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით - „ერთად ევროპისკენ“ გაიმართა
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით - „ერთად ევროპისკენ“ გაიმართა

„ერთად ევროპისკენ“ – ამ სახელწოდებით თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელები არიან. მათი განმარტებით, აქციის მიზანია, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირისკენ შეუქცევადი სწრაფვა.

აქციას ცალკეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ადგილზე მისულმა მოქალაქეებმა გზის სავალ ნაწილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშა გაშალეს. მოგვიანებით კი მათ ევროკავშირის დროშაზე სიმბოლური ხელმოწერა დატოვეს, რომელიც შემდეგ ბრიუსელში გაიგზავნება.