თბილისში, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაურია [ფოტო]
20:18, 04.11.2020
თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები იმართება.
საოლქოებში სხდომები მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.
აქციებზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ლევან ხაბეიშვილი, ხატია დეკანოიძე, „ერთიანი საქართველოსა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები. პერიოდულად, აქციებზე სიტუაცია იძაბება.
ინციდენტი მოხდა საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იყო მისული.
საოლქოებთან პოლიციაა მობილიზებული. მათ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.