თბილისში, რამდენიმე ადგილას აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ
თბილისში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის, იუსტიციის სახლთან, მშრალ ხიდთან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ისინი გამვლელ ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიან.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ავტომობილების მძღოლებს, უკან გაბრუნდნენ ან ავტომობილები დატოვონ და აქციას შეუერთდნენ.
ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი რჩება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან.