თბილისში ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის კონცერტები Cultural Night Tours In Georgia გაიმართება
თბილისში ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის კონცერტები Cultural Night Tours In Georgia გაიმართება

თბილისში ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ქართული ცეკვის კონცერტები Cultural Night Tours In Georgia ჩატარდება. ფესტივალის მთავარი ლოკაცია რიყის პარკია. ღონისძიებები 9 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით ყოველ შაბათს გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „თეატრალური კვარტეტი“.

ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ Chek In Georgia-ს დაფინანსებით ხორციელდება.