თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გასართობი ღონისძიებები გრძელდება
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გასართობი ღონისძიებები გრძელდება.
საახალწლო სოფელში მოეწყო საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, დისტანციური მინი ავტომობილების პარკი, საშობაო წისქვილი-კოშკი, გასტრონომიული მარკეტი და ღია კინოთეატრი. ბავშვებს ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა შეხვდებიან
საახალწლო სოფლის პატარა სტუმრებისთის დღეს, 15:00 საათზე ქართული ანიმაცია „ჟოზეს შოუ“ გაიმართა.
ღონისძიებების სერიას 17:00 საათიდან მოძრაობის თეატრის წარმოდგენა გააგრძელებს, ხოლო დღევანდელ დღეს კი, ქართული მიუზიკლის, „ჩხიკვთა ქორწილის” ჩვენება დაასრულებს.
მიუზიკლის რეპეტიცია მთავარ სცენაზე მიმდინარეობს.
საახალწლო ღონისძიებები წელს პირველად ერთ სივრცეში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმართება. საახალწლო სოფელში, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.