თბილისში, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მოსწავლე დაშავდა.
როგორც პირველ არხს სკოლის დირექტორმა, ქეთი მიქანაძემ განუცხადა, გუშინ, საღამოს ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. 11 წლის ბავშვი, დირექტორის ინფორმაციით, სკოლის ეზოს ჯებირიდან გადმოვარდა.
ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. მან შემთხვევის შედეგად ორივე ხელი მოიტეხა.
11 წლის მოზარდი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.