თბილისში პირველ და 7 იანვარს, 03:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
თბილისში პირველ და 7 იანვარს, 03:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს, პირველ და 7 იანვარს, 03:00 საათამდე მოემსახურება მგზავრებს. გახანგრძლივებულ საათებში, რა თქმა უნდა, მგზავრობა იქნება უფასო, რაც მისასალმებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ეს ეხებათ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, ვინც ახალი წლის ამ მნიშვნელოვან საათებში გააგრძელებს მუშაობას და მოემსახურება ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.