თბილისში, პეკინის გამზირზე „სილქნეტის“ ოფისი გატეხეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები.
ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.