მკვლელობა მოხდა თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.