თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულები და სხვენი, ჯამში 150 კვ.მ.
უწყების ცნობით, ასევე დაიწვა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობა და ნაწილობრივ „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანა.
„ქარის გამო, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლოკალიზება“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.