თბილისში, ორთაჭალჰესთან ავარიის დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა
თბილისში, ორთაჭალჰესთან ავარიის დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა

თბილისში, ორთაჭალჰესთან ავარიის დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.